სპორტი
"ტაომ" ლიგის პირველი თამაში გამართა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა "ტაომ" პირველი ლიგის პირველი შეხვედრა წარმატებით დაასრულა. მესხმა მორაგბეებმა წყალტუბოს "დინოზავრები" 7:6 დაამარცხეს. გასვლითი შეხვედრა ქუთაისის სტადიონზე გაიმართა. 

"ოთხი ქულა მივიღეთ, სატურნირო ცხრილში როგორი პოზიცია გვექნება, რამდენიმე თამაშის შემდეგ გაირკვევა. მთავარია დღევანდელი შეხვედრიდან მოგება წამოვიღეთ", - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ.

შემდეგ შეხვედრას "ტაო" თბილისის "დევებთან" გამართავს. საშინაო მატჩი ერთ კვირაში ჩაინიშნა.

ფოტო: "ტაოს" ფეისბუკ გვერდი
| Print |