სპორტი
"ტაომ" სეზონის მეორე შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა "ტაომ" სეზონის მეორე თამაში გამართა. პირველი ლიგის მეორე შეხვედრა ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც პირველი. მესხმა მორაგბეებმა თბილისის "დევები" დაამარცხეს.

საკუთარ მოედანზე ორივე ტაიმი "ტაოს" უპირატესობით წარიმართა. საბოლოო ანგარიში 29:6 მესხი მორაგბეების სასარგებლოდ დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ მორაგბეებმა სეზონი ერთი კვირის წინ გახსნეს. პირველი თამაში წყალტუბოს "დინოზავრებთან" გამართეს და ანგარიშით 7:6 გაიმარჯვეს.
ფოტო: "ტაოს" ფეისბუკ გვერდი
| Print |
თეგები: დევები / ტაო /