სპორტი
„ტაოს“ მორაგეებმა კიდევ ერთი თამაში მოიგეს
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა "ტაომ" კიდევ ერთი თამაში მოიგო. მესხმა მორაგბეებმა ოზურგეთის „არწივები“ დაამარცხეს. პირველი ლიგის ფარგლებში თამაში დღეს, 17 ოქტომბერს ოზურგეთში გაიმართა.

„28:20-ით გავიმარჯვეთ, ჩვენ უკვე სამი მოგება გვაქვს და ლიდერები ვართ.“- ამბობს კლუბის პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.

შემდეგ შეხვედრას "ტაო" ჭიათურის "იმერეთთან" გამართავს. საშინაო მატჩი ორ კვირაში ჩაინიშნა.

| Print |