რეგიონი
მთაინი ყარაბაღიდან ნინოწმინდელი მამაკაცის ცხედარი გადმოასვენეს
მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს ნინოწინდელი სარგის აღჯოიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 33 წლის მამაკაცის ცხედარი მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ დღეს, 20 ოქტომბერს გადმოასვენა. იგი კონფლიქტის ზონაში იბრძოდა, სადაც 18 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

სარგის აღჯოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქალში დაიბადა. მისი ოჯახი ნინოწმინდაში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სომხეთის ვაზგენ სარგისიანის სახელობის სამხედრო უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა და საცხოვრებლად მეზობელ სახლმწიფოში გადავიდა. იგი ყარაბაღელ მეუღლესთან და ტყუპ შვილებთან ერთად სტეფანაკერტში ცხოვრობდა.

ადგილობრივების თქმით, სოფელ ბავრას საზღვართან დილის 09:00 საათზე შეიკრიბნენ. გარდაცვლილი თანასოფლელის ცხედარი სომხეთის მხარემ საზღვარამდე მოასვენა და მათ გადასცა.

"2 000-მდე ადამიანი ვიყავით, ვინც ცხედარი ბავრადან სოფელ არაქალში გადმოვასვენეთ. სარგისს კარგად ვიცნობდით. მას მშობლიურ სოფელში დავკრძალავთ"
- ამბობს სამო მნოიანი.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს განახლდა.



| Print |