სპორტი
1:0 – ახალციხის "სამცხეს" მორიგი წარმატება
ახალციხის საფეხბურთმა გუნდმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. "სამცხემ" სამეგრელოს გუნდი "ლიახვი აჩაბეთი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრა ახალციხეში მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.

"სამცხემ" დაძაბულ ბრძოლაში წარმატებას, გუნდის ერთ–ერთი ფეხბურთელის აკაკი ქიმერიძის მიერ დარტყმული 11 მეტრიანის დამსახურებით მიაღწია.

საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშებაში "სამცხე" ადგილს პირველ ექვსეულსში იკავებს.

ლიგის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრაა დარჩენილი, რომელიც 2 დეკემბერს თბილისის "იბერიას" წინააღმდეგ გაიმართება.
| Print |