სპორტი
საჯარო სამსახურებს შორის მინი–ფეხბურთში ტურნირი დასრულდა
საჯარო სამსახურებს შორის მინი–ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. დაძაბული ფინალის შემდეგ, ანგარიშით 6:3 გამარჯვება ასპინძის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს,  გუნდმა მოიპოვა. რეგიონის პირველობაში გამართულ ტურნირში მეორე ადგილი ,,უნიმედი სამცხეს“ გუნდს ერგო. აღნიშული ჩემპიონატი სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციიის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობა რეგიონის 8 გუნდმა მიიღო. ტურნირი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მიდმინარეობდა, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

საჯარო სამსახურებს შორის მინი–ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. დაძაბული ფინალის შემდეგ, ანგარიშით 6:3 გამარჯვება ასპინძის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს,  გუნდმა მოიპოვა. რეგიონის პირველობაში გამართულ ტურნირში მეორე ადგილი ,,უნიმედი სამცხეს“ გუნდს ერგო.

აღნიშული ჩემპიონატი სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციიის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობა რეგიონის 8 გუნდმა მიიღო. ტურნირი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მიდმინარეობდა, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ჩემპიონატის ორგანიზატორის თქმით, ფეხბუთში მსგავსი სახის ტურნირი ახლო მომავალში კიდევ გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოყვარულს შეეძლება.


| Print |