სპორტი
7 წლის ბარბარე შონიამ ჭადრაკის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ბორჯომელმა მოჭადრაკემ ბარბარე შონიამ სასკოლო ამხანაგურ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი ონლაინ ჩატარდა, რომელშიც 4 ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატში სხვადასხვა კატეგორიის 91 მონაწილე იყო ჩართული.

ბარბარე შონიამ საკუთარ კატეგორიაში, 7 წლამდე ასაკის მოთამაშეებში, მეორე ადგილი მოიპოვა.

7 წლის მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონია. მან ეს ტიტული ერთი წლის წინ მიიღო.

2020 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო, პატარა მოჭადრაკე მეცადინეობას სახლში აგრძელებს და ყველა ტურნირში მონაწილეობას ონლაინ იღებს.

borjomi.tv
| Print |