სპორტი
ნინოწმინდელმა არმან ცარუკიანმა ამერიკელი მეთ ფრევოლა დაამარცხა
დღეს, 24 იანვარს, ნინოწმინდელმა მებრძოლმა არმან ცარუკიანმა, UFC 257 ტურნირში ამერიკელი მეთ ფრევოლა დაამარცხა. ამის შესახებ Sport-Express იუწყება. მას შემდეგ, რაც მეთ ფრევოლა მეტოქის გარეშე დარჩა, მის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი არმან ცარუკიანმა გამოთქვა. სამ რაუნდიანი ბრძოლისა და სრული დომინაციის შემდეგ, 24 წლის ცარუკიანმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, UFC-ში მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

არმან ცარუკიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქალში დაიბადა. მისი დებიუტი პროფესიულ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში 2015 წელს შედგა.

ცარუკიანი UFC- ზე 2019 წელს გამოვიდა. მას შერეულ ორთაბრძოლებში 18 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, აქედან არმან ცარუკიანს მხოლოდ 2 ბრძოლა აქვს წაგებული.

მასალაში გამოყენებულია ლიდერსპორტის ფოტო
| Print |