სპორტი
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადება
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გოგონათა  გუნდი საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადება. ტურნირი აგვისტოს თვეში ზესტაფონში ჩატარდება. მასში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით 16  გუნდი მიიღებს. სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პერზიდენტის თქმით, გოგონები  ყოველდღიურად ვარჯიშობენ და  შესაბამის მომზადებას გადიან. გელა მაისურაძე იმედოვნებს,  რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გამარჯვებას მოიპოვებენ. ახალციხელი სპორტსმენებისთვის წარმატებული აღმოჩნდა სკოლბურთის გათამაშება, რომელიც კვარიათში ჩატარდა. მასში 230 გუნდი იყო ჩართული. ნათია ნადირაძე საქართველოს საუკეთესო მეკარედ,  ანი კვახაჯელიძე კი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ორივე მათგანი სამომავლოდ,  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაირიცხება.

სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გოგონათა  გუნდი საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადება. ტურნირი აგვისტოს თვეში ზესტაფონში ჩატარდება. მასში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით 16  გუნდი მიიღებს. სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პერზიდენტის თქმით, გოგონები  ყოველდღიურად ვარჯიშობენ და  შესაბამის მომზადებას გადიან. გელა მაისურაძე იმედოვნებს,  რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გამარჯვებას მოიპოვებენ.

ახალციხელი სპორტსმენებისთვის წარმატებული აღმოჩნდა სკოლბურთის გათამაშება, რომელიც კვარიათში ჩატარდა. მასში 230 გუნდი იყო ჩართული. ნათია ნადირაძე საქართველოს საუკეთესო მეკარედ,  ანი კვახაჯელიძე კი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ორივე მათგანი სამომავლოდ,  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაირიცხება.


| Print |