სპორტი
ახალქალაქელმა ოთარ ერანოსიანმა აშშ-ში მე-5 პროფესიონალური რინგი მოიგო
ოთარ ერანოსიანმა ამერიკაში პროფესიონალურ რინგზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა. 27 წლის სპორტსმენმა მე-4 რაუნდში, დომინიკის რესპუბლიკის მოკრივე, 33 წლის ხუან კარლოს პენა ნოკაუტით დაამარცხა. შედეგად, წარმოშობით ახალქალაქელი სპორტსმენი ჩრდილოეთ ამერიკის WBA-NABA-ს ჩემპიონის ტიტულისა და 58.967 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქამრის მფლობელი გახდა. 

ახალქალაქელი ტიტულოვანი მოკრივე, 27 წლის ოთარ ერანოსიანი 2019 წლის დეკემბრიდან აშშ-ში ცხოვრობს. იგი მსოფლიოს სამოყვარულო კრივისა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა საკუთარი ძალები პროფესიონალურ რინგზე მოესინჯა.

ოთარ ერანოსიანის დებიუტი 2020 წლის 28 აგვისტოს შედგა. დღეისათვის სპორტსმენის ანგარიშზე 5–დან 5 მოგებული ბრძოლაა, აქედან 3 - ნოკაუტით.

ოთარ ერანოსიანი ამერიკაში WARRIORS GYM კლუბს American Warriors promoushen წარმოადგენს.
| Print |