სპორტი
კიდევ ერთი პირველი ადგილი - ბარბარე შონია ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულია
8 წლის ბარბარე შონიამ ჭადრაკის ტურნირში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ბორჯომელმა მოჭადრაკემ 31 იანვარს მაია ჩიბურდანიძის ონლაინ-კლუბში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. ონლაინ-კლუბში სამი ტურნირი: 2 რაპიდის და 1 ბლიცის კატეგორიაში ჩატარდა. სამივე ტურნირში 77 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

C რაპიდ-ტურნირში, სადაც მონაწილეობას 1 200-ზე ნაკლები რეიტინგის მონაწილეები იღებდნენ, შვიდიდან ექვსი ქულით გამარჯვება ბარბარე შონიამ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პატარა მოჭადრაკის დედა ანი კახელი ავრცელებს.

ბორჯომელი ბარბარე შონიასთვის ეს პირველი გამარჯვება არ არის. იგი 2020 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2021 წელს ოთხ ქვეყანას შორის გამართულ ონლაინ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა.
| Print |