სპორტი
ახალციხელი მძლეოსანი თურქეთში, საერთაშორისო შეჯიბრების ფინალში იასპარეზებს
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, მძლეოსნობაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრში, ახალციხელმა სპორტსმენმა მინდია ენდელაძემ წარმატებით იასპარეზა.
მძლეოსანმა ნახევარფინალში, 400 მეტრ დისტანციაზე სირბილში გაიმარჯვა და 7 თებერვალს, ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მინდია ენდელაძის მწვრთვნელი ზიგმუნდ ზილბერშტეინი ამბობს, რომ მოსწავლის შედეგით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ ფინალშიც წარმატებით იასპარეზებს.

„კარგად იასპარეზა. შეზღუდვებისა და პანდემიის გამო, ისე ვერ ვვარჯიშობდით, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა“ - ამბობს ზიგმუნდ ზილბერშტეინი.

მძლეოსნობაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე 18-მდე ქვეყანა მონაწილეობს. რაც შეეხება ფინალს - ის სტამბოლში, 7 თებერვალს გაიმართება.
| Print |