სპორტი
„ტაომ“ წლის პირველი შეხვედრა წაგებით დაასრულა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა „ტაომ“ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის თამაში გაართა. მესხი მორაგბეები ოზურგეთის „არწივებს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ასპინძის რაგბის ბაზაზე გაიმართა და ანგარიშით - 33:28, სტუმრების სასრგებლოდ დასრულდა.

კორონავირუსის და რეგულაციების გამო, თამაში მხარდამჭერების გარეშე შედგა.
ამ შეხვედრამდე, სარაგბო კლუბი „ტაო“ პირველი ლიგის „ბ“ ქვეჯგუფში მესამე ადგილს 22 ქულით იკავებდა, რაც შეეხება ოზურგეთის „არწივებს“, გუნდი პირველი ლიგის „ბ“ ქვეჯგუფში მეორე ადგილზე 22 ქულით იყო.

სამცხე-ჯავახეთის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის „ბ“ ქვეჯგუფში ასპარაზობს.

| Print |