სპორტი
„ტაომ“ წლის მეორე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა „ტაომ“ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის თამაში გამართა. მესხი მორაგბეები ჭიათურის „იმერეთს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ასპინძის რაგბის ბაზაზე გაიმართა და ანგარიშით - 55 : 7, „ტაოს“ სასარგებლოდ დასრულდა.

ამ თამაშით სარაგბო კლუბმა „ტაომ“ მნიშვნელოვანი 4 ქულა მოიპოვა და ჯამში 5 ქულით სამეულში შესასვლელად შანსები გაიზარდა.

„თამაშით კმაყოფილი ვართ. დღეს ყველაფერი გავითვალისწინეთ, მათ შორის წინა წაგებაც და მაქსიმალურად ვიბრძოლეთ, მოთამაშეებმა მსაჯის ბოლო სასტვენამდე ყურადღება არ მოადუნეს და შესაბამისის შედეგიც დადგა. ახლა ბოლო ტურისთვის ვიბრძოლებთ, რომელსაც დიდი ნიშვნელობა აქვს“,
- ამბობს რაგბის პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის გუნდი „ტაო“ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის „ბ“ ქვეჯგუფში ასპარაზობს.

| Print |