სპორტი
მძლეოსნობაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრში მინდია ენდელაძემ პირველი ადგილი დაიკავა
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, მძლეოსნობაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრის ფინალში ახალციხელმა სპორტსმენმა მინდია ენდელაძემ წარმატებით იასპარეზა და საერთაშორისო ოლიმპიურ დღეზე პირველი ადგილი დაიკავა.

შეჯიბრში 30 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეოობდნენ. მათ შორის საქართველოდან მხოლოდ ახალციხელი, მინდია ენდელაძე იყო.

ტურნირში მინდია ენდელაძემ საქართველოს ზამთრის ახალი რეკორდი სირბილში 400 მეტრ დისტანციაზეც მოხსნა. მწვრთვნელი ზიგმუნდ ზილბერშტეინი ამბობს, რომ მოსწავლის შედეგით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ შემდეგ შეჯიბრებებზეც წარმატებით იასპარეზებს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ და ველოდებოდით ასეთ შედეგს, რადგან წინა შეჯიბრზეც მშვენივრად იასპარეზა. ორმაგად ვამაყობ რადგან ერთი კვირის თავზე საქართველოში ზამთრის რეკორდიც მოვხსენით“, - ამბობს ზიგმუნდ ზილბერშტეინი.

მწვრთვნელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მინდია ენდელაძე ევროპის ჩემპიონატზე გასვლას აპირებს. ევროპის ჩემპიონატი მძლეოსნობაში 4 მარტს დაიწყება და 8 მარტს დასრულდება, ხოლო ახალციხელი სპორტსმენი ჩემპიონატზე 5 მარტს იასპარეზებს.


| Print |