ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ანაკლიაში გაემგზავრნენ.
„მომავლის ბანაკში“ ის ახალგაზრდები წავიდნენ, რომლებმაც
სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს და საპრიზო ადგილები
დაიკავეს. ახალციხის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამსახურის მთავარი სპეციალისტის განმარტებით, ანაკლიის
ბანაკში ქალაქის პირველი, მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის
მოსწავლეები მოხვდნენ. გელა ძამუნაშვილის თქმით, ისინი
მონაწილეობას, სხვადასხვა სპორტული სახეობის ფინალურ ტურნირში
მიიღებენ. გამარჯვებულები კი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრებიან. 21
ახალციხელი მოსწავლე ანაკლიის მომავლის ბანაკში 14 ივლისამდე
დარჩება.
ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ანაკლიაში გაემგზავრნენ.
„მომავლის ბანაკში“ ის ახალგაზრდები წავიდნენ, რომლებმაც
სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს და საპრიზო ადგილები
დაიკავეს.
ახალციხის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა