სპორტი
ნათია თურნავა მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა
დღეს, 25 თებერვალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა. 9 ქვეყნის 51 მოთხილამურე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრში, რომელიც ბაკურიანში, 26 და 28 თებერვალს გაიმართება.

ტურნირი 2023 წლის ზამთრის ჩემპიონატის მზადებაა.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა" და
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელმა და ნათია თურმნავამ, საქართველოს ზამთრის კურორტების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

| Print |