სპორტი
ბაკურიანში Ski Cross-ის პირველი ეტაპის შეჯიბრება დაიწყო
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში სამდღიანი სპორტული ღონისძიებები დაიწყო.

საქართველოს ზამთრის კურორტზე, 26, 27 და 28 თებერვალს, ტურნირში 9 ქვეყნის 51 მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა" და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

სქაი კროსის ფინალი 27 თებერვალს ჩატარდება. ტურნირი 2023 წლის ზამთრის ჩემპიონატის მზადებაა.

| Print |