სპორტი
ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში დაზიანებული გათბობის სისტემის აღდგენას ითხოვენ
დარაზში, სადაც ახალქალაქელი ახალგაზრდები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ, გათობის სისტემა დაზიანებულია. კომპლექსის დირექტორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო რაც დარბაზი დახურეს და გათბობა გათიშეს, ძლიერი ყინვის დროს, მილები დასკდა და სისტემა დაზიანდა. ადმინისტრაციამ დახმარებისთვის მერიას მიმართა, თუმცა თვითმმართველობას გამოსავალი ჯერ არ მოუძებნია.

„მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე სპორტსმენების ვარჯიშები განვაახლეთ, ჩვენივე სახსრებით დაზიანებული მილები დროებით შევაკეთეთ. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას ველოდებით“, - გვითხრა დირექტორმა ატომ ელიზბარიანმა.

ახალქალაქის მერის მოადგილის განმარტებით, თვითმმართველობა გათბობის სისტემის დაზიანების შესახებ ინფორმირებულია. არმენ მარანგიოზანი ირწმუნება, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხას უახლოეს მომავალში გამოყოფენ და ტენდერს გამოაცხადებენ.
| Print |