სპორტი
რაგბის კლუბმა "ტაომ" "ერეკლე II"-ს თასი მოიპოვა
დღეს, 21 მარტს სარაგბო კლუბი „ტაო“ თელავში, „კავკასიონის რაგბის არენაზე“ თელავის სარაგბო კლუბ „ჭადარს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ანგარიშით 42:28 მესხი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.

„შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ზედა ექვსეულში მეოთხე ადგილას დავბრუნდით და გარდა ამისა, „ერეკლე II”-ს თასიც მოვიპოვეთ. კმაყოფილი ვარ, კარგი და სანახაობრივი თამაში იყო, ბევრი ლელო დაიდო და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა“- ამბობს „ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.

პირველ ლიგაში მესხ მორაგბეებს  საკუთარ სტადიონზე კიდევ სამი თამაში აქვთ ჩასატარებელი, ისინი თბილისის ორ ძლიერ გუნდს „ხვამლს“, „არმიას“ და კახეთის გუნდ „ჭადარს“ დაუპირისპირდებიან.

| Print |