სპორტი
ასპინძელმა ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილები მოიპოვეს
ასპინძელმა გოგოებმა ძიუდოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს.

მარიამ ფოცხვერაშვილმა და ჯულიეტა როდონაიამ პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს. ხოლო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი თამარ ბერიძეს ერგო.

ჩემპიონატი 27-29 აპრილს ქალაქ თბილისში გაიმართა, სადაც ასპინძის სასპორტო გაერთიანების სპორტსმენმა გოგონებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს.

| Print |