სპორტი
ადიგენელი ანრი ხოზრევანიძე რუმინეთში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
საქართველოს ნაკრების წევრმა, 15 წლის ანრი ხოზრევანიძემ რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. ადიგენელმა მოჭიდავემ 45 კგ. წონით კატეგორიაში ჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ამის შემდეგ კი რუმინეთში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

ანრი ხოზრევანიძის მწვრთნელი მინდია შაინიძეა. 

"ევროპის ჩემპიონატი აქვთ ივნისის დასაწყისში და ნაკრები გამოსაცდელად წაიყვანეს რუმინეთში. ჩემი კიდევ ორი მოსწავლეა ფინალში, ხვალ ჭიდაობენ. ჯამში, ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ხუთი მოსწავლე იჭიდავებს. ანრის ბავშვობიდანვე ვწვრთნი, დანარჩენები ორი წელია ავიყვანე", - ამბობს მინდია შაინიძე.

ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება. ქართველი მოჭიდავეები 12 ივნისს გაემგზავრებიან. 
| Print |