სპორტი
მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობა გაიმართა
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მძლეოსნობაში ჩემპიონატი გაიმართა. ახალციხის ღია პირველობაზე ტრადიციულად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა იასპარეზეს. 

ახალციის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში ერთმანეთს ახალციხის, ასპინძის, თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, ვანის, ხობის და ბათუმის გუნდები შეეჯიბრნენ. ასევე, იასპარეზა ლიტველმა სპორტსმენმა.

გამოვლინდნენ სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც სერთიფიკატები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათ შორის ახალციხელმა მძლეოსნებმა 22 საპრიზო ადგილი დაიკავეს - 9 ოქროს, 6 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი. 

I ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს ახალციხელმა მძლეოსნებმა:
  • მინდია ენდელაძემ 100 და 400 მეტრ რბენებში,
  • ვლადიმერ შუშანიანმა 800 მეტრ რბენაში,
  • გაიანე უსტიანმა 1500 მეტრ რბენაში,
  • გოგლა ზილბერშტეინმა, 3000 მეტრ რბენაში,
  • გაიანე უსტიანმა 3000 მეტრ რბენაში,
  • თამთა მჭედლიძემ 800 მეტრ რბენაში,
  • მარიამ კაპანაძემ 1500 მეტრ რბენაში,
  • ანანო გელაშვილმა 300 მეტრ რბენაში.

II საპრიზო ადგილებისა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ:
  • ჰასმიკ მარქარიანი 1500 მეტრ რბენაში,
  • მარიამ კაპანაძე 3000 მეტრ რბენაში,
  • ჟორიკ მანველიან 5000 მეტრ რბენაში,
  • ასია ჩარუხჩიან 600 მეტრ რბენაში,
  • გევორქ სარქისიან 500 მეტრ რბენაში,
  • ანასტასია ხაჩიძე 300 მეტრ რბენაში.

III ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები აიღეს:
  • შალვა ლეკიშვილმა 100 და 400 მეტრ რბენებში,
  • ირინა აკოფიანმა 400 მეტრ რბენაში,
  • ჟორიკ მანველიანმა 3000 მეტრ რბენაში,
  • ჰასმიკ მარქარიანმა 3000 მეტრ რბენაში,
  • არევიკ შუშანიანმა 1500 მეტრ რბენაში,
  • რუბენ ჩილინგაროვმა 300 მეტრ რბენაში.
ტურნირი ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
| Print |