სპორტი
ახალციხელი მძლეოსნები ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ
7 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი - ამ შედეგით დაბრუნდნენ ახალციხელი მძლეოსნები დედაქალაქიდან. მძლეოსნობაში საქართველოს ზაფხულის ეროვნული ჩემპიონატი თბილისში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ქართველი და უცხოელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ოქროს მედლები მოიპოვეს:
  • მინდია ენდელაძე - 400 მ. და 200 მ. დისტანციებზე რბენაში (ორი ოქროს მედალი);
  • გაიანე უსტიანი- 800 მ. და 1500 მ. დისტანციაზე რბენაში (ორი ოქროს მედალი);
  • მარი კაპანაძე -3000 მ. და 5000 მ. დისტანციაზე რბენაში (ორი ოქროს მედალი);
ასევე, ამანათ რბენაში მინდია ენდელაძის, გიგლა ზილბერშტეინის, შალვა ლეკიშვილისა და ვლადიმერ შუშანიანის გუნდმა ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:
  • გიგლა ზილბერშტეინმა- 1500 მ დისტანციაზე რბენაში;
  • ჰასმიკ მარქარიანმა -3000 მ. და 5000 მ. დისტანციაზე რბენაში (ორი ვერცხლის მედალი);
  • ასია ჩარუხჩიანმა- 800 მ. დისტანციაზე რბენაში;
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
  • ჟორიკ მანველიანმა-1500 მ. დისტანციაზე რბენაში;
  • შალვა ლეკიშვილმა -100 მ. დისტანციაზე რბენაში;
  • გიგლა ზილბერშტეინმა - 3000 მ. დისტანციაზე რბენაში;
  • ასია ჩარუხჩიანი- 1500 მ. დისტანციაზე რბენაში;
აგრეთვე, ამანათ რბენაში გაიანე უსტიანის, ასია ჩარუხჩიანის, ქეთი იაკობიძის და მარი კაპანაძის გუნდმა ერთი ბრინაჯოს მედალი მოიპოვა.
| Print |