სპორტი
ქართულ ჭიდაობაში ჩემპიონატი ახალციხეში ჩატარდა
ახალციხის სასპორტო სკოლაში, ქართულ ჭიდაობაში მიხეილ იაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა. საქართველოს პირველობის მოსაპოვებლად მოჭიდავეები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. ქართული ჭიდაობის ჩემპიონატში სხვადასხვა წონით კატეგორიაში 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირი ოფიციალურად გახსნეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ინფორმაცია ახალციხის მერიის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. ჩემპიონატი ტრადიციულად ყოველ წელს ახალციხეში იმართება. იგი ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
| Print |