სპორტი
ახალციხემ ფეხბურთში მეგობრობის ფესტივალს უმასპინძლა
12 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის ფეხბურთში შეჯიბრება გაიმართა. მეგობრობის ფესტივალს ახალციხის სოფელ პატარა პამაჯის ხელოვნურსაფარიანმა სტადიონმა უმასპინძლა.

ჩემპიონატში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან ცხრა გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი ახალდაბის საფეხბურთო გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე ნინოწმინდელი სპორტსმენები გავიდნენ.

გათამაშება რვა დღის განმავლობაში, წრიული სისტემით მიმდინარეობდა. ფესტივალში მონაწილე ყველა გუნდი სერტიფიკატებით, მედლებითა და სპორტული ინვენტარით დააჯილდოვეს.

„მეგობრობის ფესტივალი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა.

| Print |