სპორტი
საბა ქუმარიტაშვილმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ბაკურიანელმა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ის არის ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ამ სახეობაში საქართველოს სახელით იასპარეზებს. საციგაო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ქუმარიტაშვილის თქმით, ამ დროისთვის ლიცენზიის მფლობელი მოციგავე შვეიცარიაში იმყოფება, მანამდე ლიცენზიის მოსაპოვებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იასპარეზა.

"ეს იყო მსოფლიო თასების ჯამი. ჩინეთშიც იყო, იმ ტრასაზეც იყო, რომელშიც ახალა უნდა ჩატარდეს ოლიმპიადა. პირველი მსოფლიო თასი იქიდან დაიწყო და მერე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ლატვიაში იყო და ახლა შვეიცარიაშია. 23 იანვარს მთავრდება შეჯიბრება და შემდეგ დაბრუნდება სამშობლოში"
- აცხადებს ვლადიმერ ქუმარიტაშვილი.

საბა ქუმარიტაშვილი საქართველოში 10 დღეში დაბრუნდება. ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩინეთის დედაქალაქში 4-20 თებერვალს ჩატარდება.

| Print |