სპორტი
6 თებერვალს სარაგბო კლუბი "ტაო" სეზონის მეორე შეხვედრას გამართავს
სამცხის სარაგბო კლუბი "ტაო" 6 თებერვალს, პირველი ლიგის 2021-2022 წლის გაზაფხულის სეზონის მეორე შეხვედრას გამართავს. ამჯერად "ტაოელები" ქუთაისის "ბაგრატის" მორაგბეებს შეერკინებიან. მატჩი 13:00 საათზე, ქუთაისში გაიმართება.

"ტაომ" სეზონის პირველი მატჩი პატარძეულის "ვეფხვებთან" 30 იანვარს გამართა. თამაში სამცხის მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა და „ტაოს“ ანგარიშზე 7 ლელო და 1 პრემიალური ქულა ჩაიწერა. 

ლევან ვერძეულის ფოტო
| Print |
თეგები: რაგბი / ტაო /