სპორტი
ბაკურიანი ევროპის თასს მასპინძლობს
ბაკურიანი დღეიდან ევროპის თასს მასპინძლობს. დღევანდელ შეჯიბრზე 70-მდე სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის ქართველი სნოუბორდერი რევაზ ნაზღაიძეც.

ევროპის თასის შემდეგ ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს. აღნიშნული შეჯიბრებები ქვეყნისთვის სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება.

როგორც " მთის ტრასების სააგენტოში" (M.T.A.) განმარტავენ, მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკაოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა, აშენდა საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

შეგახსენებთ, ბაკურინაში ევროპის თასის ეტაპები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, 3-6 მარტს კი ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს. ევროპის თასის ეტაპები მოიცავს პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინას, ხოლო მსოფლიო თასის ეტაპები სლოუფსთაილის.
| Print |