სპორტი
ბაკურიანში, ევროპის თასის ეტაპები მიმდინარეობს
ბაკურიანში მესამე დღეა ტარდება ევროპის თასის ეტაპები გიგანტურ სლალომსა და სლოუფ - სთაილში. მიმდინარე ტურნირს ბაკურიანი პირველად მასპინძლობს და მასში 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

შეჯიბრებები ქვეყნისთვის ერთგვარი სატესტო ღონისძიებაცაა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც 2023 წელს თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება.

ზამთრის ტურიზმის განვითარების მიზნით, სპეციალურად ამ შეჯიბრებისათვის ბაკურიანში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა და ახალი ტრასები მოეწყო.

ევროპის თასის ეტაპი ბაკურიანში ხვალ დასრულდება და ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობაც საბოლოოდ გახდება ცნობილი.
| Print |