სპორტი
ახალციხელი მძლეოსნების ნაკრები მეორეა საქართველოში - ზიგმუნდ ზილბერშტეინი
ახალციხელი მძლეოსნები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ. ახალციხის ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში II ადგილი დაიკავა. ამის გარდა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ცხრავე სპორტსმენმა საპრიზო ადგილი დაიკავა. ჩემპიონატიდან ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.

სპორტულ ღონისძიებაში ახალციხის სახელით მონაწილეობდნენ: მარი კაპანაძე, გაიანე უსტიანი, ჰასმიკ მარკარიანი, ქეთი იაკობიძე, ასია ჩარუხჩიანი, მინდია ენდელაძე, ჟორა მანველიანი, შალვა ლეკიშვილი და გიორგი ნათენაძე. მათგან სამი ტრავმირებული იყო.

ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი თბილისში, 18, 19 და 20 თებერვალს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და სომხეთიდან.

მძლეოსნობაში ეროვნული ჩემპიონატი წელიწადში ორჯერ იმართება - ზამთარსა და ზაფხულში.

| Print |