ახალციხეში ქართული ჭიდაობის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა. ქვეყნის ყველა რეგიონიდან სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველობისთვის 90–მა მონაწილემ იბრძოლა.
ტურნირი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში 4 და 5 აპრილს გაიმართა.
ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც ახალციხის მერმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
8 წონით კატეგორიაში სამ–სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს ფედერაციისგან მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, მედლებით დააჯილდოვა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმაც, მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებულები.
ტურნირს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გელა ბერუაშვილის თქმით, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა წლების შემდეგ პირველად ჩატარდა.