სპორტი
მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონატებისთვის ახალციხეში ვარჯიშობს
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ახალციხეშია. 16 ახალგაზრდა ორი მნიშნელოვანი ჩემპიონატისთვის მიხეილ იაძის სახელობის მესხეთის სტადიონზე ვარჯიშობს. ერვნულ ნაკრებში ირიცხება 7 ახალციხელი მძლეოსანიც. თბილისის ოლიმპიური ფესტივალისა და ბაქოს პირველი ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ახალციხეში ემზადება.

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ახალციხეშია. 16 ახალგაზრდა ორი მნიშნელოვანი ჩემპიონატისთვის მიხეილ იაძის სახელობის მესხეთის სტადიონზე ვარჯიშობს. ერვნულ ნაკრებში ირიცხება 7 ახალციხელი მძლეოსანიც.

თბილისის ოლიმპიური ფესტივალისა და ბაქოს პირველი ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ახალციხეში ემზადება. სპორტსმენები მიხეილ იაძის სახელობის მესხეთის სტადიონზე ორი კვირაა ყოველდღიურად ვარჯიშობენ. მწვრთნელები ამბობენ, რომ ახალციხე მათთვის გარემო–პირობებითა და კლიმატით ერთ–ერთი ხელსაყრელი ადგილია.

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ახალციხიდან ნაკრებში 7 მძლეოსანია გაწევრიანებული.  ადგილობრივი მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორი იმედოვნებს, რომ ახალციხელი სპორტსმენები გარკვეულ წარმატებებს ორივე ჩემპიონატში მოიპოვებენ. ზიგმუნდ ზილბერშტეინის თქმით, სპორტული შეკრებისათვის სტადიონის მოწესრიგებაში ახალციხის სპორტსკოლას ქალაქის მერია დაეხმარა.

მესხეთის სტადიონზე ამ დროისათვის ეროვნული ნაკრების 16 წევრი ვარჯიშობს. ახალციხის შემდეგ ნაკრებიდან სპორტსმენების ნაწილი სპორტულ შეკრებაზე პორტუგალიაში, ნაწილი კი ანტალიაში გაემგზავრება, სადაც ისინი ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშებისთვის მოემზადებიან.

ორკვირიანი ვარჯიშის შემდეგ, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ახალციხეს 5 აპრილს დატოვებს. სპორტსმენები საკუთარ შესაძლებლობებს ორ მნიშვნელოვან ჩემპიონატში მოსინჯავენ. ბაქოს პირველი ოლიმპიური თამაშები 20 და 21 ივნისს გაიმართება, ხოლო თბილისის ოლიმპიური ფესტივალი კი ივლისის ბოლოს დაიწყება და აგვისტოს თვეში დასრულდება.


| Print |