სპორტი
ბორჯომელმა და ბათუმელმა სპორტსმენებმა სატვირთო მატარებლის გაწევით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს
საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების წევრებმა ბორჯომელმა გიორგი ტალახაძემ და ბათუმელმა ბაგრატ ჟღენტმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ქართველმა სტრონგმენებმა სატვირთო მატარებლის ათი ვაგონი, რომლის საერთო წონა 240 ტონას შეადგენდა, დაფიქსირებულ შედეგზე ერთი მეტრით წინ გასწიეს. მათ ერთი წლის წინ უკრაინელების მიერ დამყარებული რეკორდი სრული 100 ტონით გააუმჯობესეს.

"მე და ჩემი მეწყვილე ვიყავით კარგად მომზადებულები და ორივემ სინქრონული მოძრაობით ეს ყველაფერი შევძელით. არსებულ რეკორდს ერთი მეტრით გადავაჭარბეთ დისტანცია, ხოლო ტონაჟობით ასი ტონით მეტი იყო არსებულ რეკორდზე" - აღნიშნა გიორგი ტალახაძემ.

როგორც ქართველი სპორტსმენები ამბობენ, სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას - გემისა და ბოინგის გაწევას გეგმავენ.

| Print |