სპორტი
სამცხე–ჯავახეთიდან ფუდსალის ჩემპიონატში მონაწილეობას ოთხი გუნდი მიიღებს
სამცხე–ჯავახეთიდან, ფუდსალის ჩემპიონატში მონაწილეობას  ოთხი გუნდი მიიღებს.  ახალციხის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლები, ახალქალაქის პირველი და ბორჯომის მეექვსე – აღნიშნული სკოლების გუნდები  თბილისში, ეროვნულ ტურნირზე გაემგზავრებიან და ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებს. ფინალური შეხვედრები ჯგუფური სისტემით შედგება. სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ მომავალ წელს ტურნირში  გოგონებიც ჩაერთვებიან. გელა მაისურაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები  ჯანსაღ ცხოვრებას პოპულარიზაციას გაუწევს. შეგახსენებთ, რომ  რეგიონის პირველობა ფუდსალში  21 მარტს ჩატარდა, რომელშიც სამცხე–ჯავახეთიდან მონაწილეობა  24–მა  გუნდმა მიიღო . რეგიონულ ტურნირში გამარჯვება ოთხმა სკოლამ მოიპოვა.

სამცხე–ჯავახეთიდან, ფუდსალის ჩემპიონატში მონაწილეობას  ოთხი გუნდი მიიღებს.  ახალციხის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლები, ახალქალაქის პირველი და ბორჯომის მეექვსე – აღნიშნული სკოლების გუნდები  თბილისში, ეროვნულ ტურნირზე გაემგზავრებიან და ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებს. ფინალური შეხვედრები ჯგუფური სისტემით შედგება.

სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ მომავალ წელს ტურნირში  გოგონებიც ჩაერთვებიან. გელა მაისურაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები  ჯანსაღ ცხოვრებას პოპულარიზაციას გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ  რეგიონის პირველობა ფუდსალში  21 მარტს ჩატარდა, რომელშიც სამცხე–ჯავახეთიდან მონაწილეობა  24–მა  გუნდმა მიიღო . რეგიონულ ტურნირში გამარჯვება ოთხმა სკოლამ მოიპოვა.


| Print |