სპორტი
ტაოელებმა ბორჯომელი მორაგბეები რეკორდული ანგარიშით დაამარცხეს
"ბორჯომისა" და "ტაოს" შერკინება რაგბში ტაოელების დიდი უპირატეობით დასრულდა. ბორჯომელი მორაგბეები სარაგბო კლუბ "ტაოსთან" რეკორდული ანგარიშით 101:5 დამარცხდნენ. მატჩი თბილისში ხვამლის სარაგბო ბაზაზე ჩატარდა.

სარაგბო კლუბ "ტაოს" პრეზიდენტის თქმით, დარჩენილია კიდევ სამი თამაში, რის შემდეგაც ფინალისტები გამოვლინდებიან.

"2021-22 წლის ჩემპიონატზე სარეკორდო ანგარიშით 101:5 მოვიგეთ თამაში. სამი ტური დაგვრჩა კიდევ ჩემპიონატის დასრულებამდე და სამი ტურის მერე გაირკვევა ფინალისტები. საუკეთესო ოთხი გუნდი შემდეგ გააგრძელებს უკვე უმაღლესი ლიგისთვის თამაშს" - განმარტავს კლუბის პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.

12 მარტს თელავში დაგეგმილი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო. ამიტომ მომდევნო შეხვედრა თელაველ მორაგბეებთან გაიმართება. 

ფოტო არქივიდან
| Print |