სპორტი
ახალციხელი კარატისტები შეჯიბრებიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ

ათი სპორტსმენი და ამდენივე საპრიზო ადგილი - ახალციხელი კარატისტები კასპში გამართული ღია ტურნირიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ჩემპიონატში კლუბ „მესხი მებრძოლების“ წევრებმა 4 პირველი, 4 მეორე და 2 მესამე ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრება სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს კარატისტებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

შოტოკან კარატე დოს ახალციხელი სპორტსმენები მაისში დაგეგმილი შეჯიბრებისთვის ემზადებიან.
| Print |