სპორტი
ადიგენელმა გოგოებმა ძიუდოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილები დაიკავეს
ადიგენელი ძიუდოისტები თბილისის ღია პირველობაზე ასპარეზობენ. ტურნირის პირველ დღეს ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 

I ადგილი 40კგ. წონით კატეგორიაში დაიკავა მარიამ თუმანიშვილმა;
III ადგილი 40კგ. წონით კატეგორიაში სოფო გიუნაშვილმა; 
III ადგილი 44კგ. წონით კატეგორიაში მარიამ ჩილინგარაშვილმა; 
III ადგილი- 44 კგ. წონით კატეგორიაში სალომე ნადირაძემ.

დედაქალაქში ადიგენიდან რვა გოგოა წასული, მათი მწვრთნელი თამარ ჩანტლაძე იმედოვნებს, რომ საპრიზო ადგილებს ხვალაც აიღებენ. 

"ტურნირი ორდღიანია, დღეს და ხვალ ტარდება. გოგოები და ბიჭები მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. დღეს შვიდმა გოგომ იჭიდავა და 4 საპრიზო ადგილი მოიპოვა. ძალიან კმაყოფილი ვარ. მე იმედი მაქვს, რომ ხვალაც აიღებენ მედლებს'.
| Print |