სპორტი
ადიგენელი ძიუდოისტები თბილისიდან 7 მედლით დაბრუნდნენ
ადიგენელმა ძიუდოისტება თბილისის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს. ორდღიანი ტურნირის განმავლობაში მათ 7 მედალი მოიპოვეს, აქედან ერთი - ოქრო, ერთი - ვერცხლი და 5 - ბრინჯაო.

I ადგილი 40კგ. წონით კატეგორიაში მარიამ თუმანიშვილმა დაიკავა;
II ადგილი 55კგ. წონით კატეგორიაში - თემურ ყულჯანიშვილმა;
III ადგილი 40კგ. წონით კატეგორიაში - სოფო გიუნაშვილმა;
III ადგილი 44კგ. წონით კატეგორიაში - მარიამ ჩილინგარაშვილმა;
III ადგილი 44 კგ. წონით კატეგორიაში - სალომე ნადირაძემ.
III ადგილი 36 კგ. წონით კატეგორიაში - ალინა კაჭკაჭაშვილმა;
III ადგილი 28 კგ. წონით კატეგორიაში - სალომე მერაბიშვილმა.

"ადიგენის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის, ძიუდოს კლუბ "სამცხეს" ვულოცავ ძალიან დიდ წარმატებას ქალაქ თბილისის ღია პირველობაზე სპორტკომპლექს "განთიადში", სადაც 600-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. მოიპოვეს 7 მედალი, რაც ძალიან დიდი წარმატებაა," - ამბობს კლუბ "სამცხეს" ერთ-ერთი მწვრთნელი ნოდარ ანდღულაძე, რომელიც ახალგაზრდებს ადიგენში თამარ ჩანტლაძესთან ერთად ავარჯიშებს. 

ტურნირი თბილისში 7-8 მაისს ჩატარდა.
| Print |
თეგები: ადიგენი / ძიუდო /