სპორტი
საქართველოს 11 ქალაქში სასკოლო ოლიმპიადა იწყება
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით,  მასშტაბურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს. ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის – თბილისის, ახალციხის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და ამბროლაურის სკოლების გუნდები ჩაერთვებიან. გუნდები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში – კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინიფეხბურთსა და მძლეოსნობაში შეეჯიბრებიან. მოეწყობა მხიარული სტარტებიც. 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით,  მასშტაბურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს. ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის – თბილისის, ახალციხის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და ამბროლაურის სკოლების გუნდები ჩაერთვებიან.

გუნდები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში – კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინიფეხბურთსა და მძლეოსნობაში შეეჯიბრებიან. მოეწყობა მხიარული სტარტებიც. 

ოლიმპიადა 15 მარტს მცხეთაში საზეიმოდ გაიხსნება, ხოლო ფინალური თამაშები ანაკლიის „მომავლის ბანაკშია“ დაგეგმილი, სადაც სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად კულტურული და გასართობი სანახაობაც გაიმართება.

პროექტის სპონსორი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოა”.

ფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში მიიღებენ, რომლებიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.

მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა წელს პირველად იმართება. მომავალ წელს ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.


| Print |