სპორტი
ფეხბურთის ფედერაციამ, რეგიონულ პირველობაში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციამ, რეგიონულ პირველობაში გამარჯვებული გუნდები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიება ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.

ფეხბურთის აკადემია „მესხეთის“ ფეხბურთელებმა ჩემპიონატზე სამი საპრიზო ადგილი დაიკავეს. გუნდებმა ორი პირველი და ერთი მეორე ადგილი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიღეს. გამოვლინდა საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი და ბომბარდირი. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ ახალქალაქშიც.

რეგიონის პირველობას სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია 2011 წლიდან ყოველწლიურად მართავს. შეჯიბრება ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში - 2005, 2007, 2009 და 2011 წლებში დაბადებულებს შორის იმართება.
| Print |