სპორტი
ახალციხელებისთვის სპორტკომპლექსი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება - მინისტრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსლაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს სპორტკომპლექსი ახალციხელებისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარი ქნება, რადგან ობიექტის დასრულების შემდეგ, სპორტის ბევრ სახეობას განვითარების შესაძლებლობა მიეცემა.

აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა, კონტრაქტის მიხედვით, 18 თვეს მოიცავს. გათვალისწინებულია საცურაო აუზებისა და ტრენაჟორების მოწყობა. გარდა ამისა, კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელი, ადმინისტრაციის შენობა. ასევე დაგეგმილია კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის დარბაზების მოწყობა.

| Print |