სპორტი
ამირან გოგოლაძე GFC-ის ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს
ახალციხელი სპოსრტსმენი ამირან გოგოლაძე GFC-ის (Georgian Fighting Championship) ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს. იგი ბრაზილიელ სპორტსმენს მარკოს სილვას დაუპირისპირდება.

სამთვიანი პაუზის შემდეგ GFC MMA-ის მოყვარულებს 13 ბრძოლით უბრუნდება. 13 დაპირისპირებიდან 8 ბრძოლა ანდერ ქარდზე იქნება, ხოლო 5 მეინ ქარდზე, აქედან 2 ქამარზე. ამირან გოგოლაძის გარდა, ორგანიზაციის ქამრის მოპოვებას რაულ თუთარაულიც შეეცდება.

ამირან გოგოლაძემ GFC-ზე უკვე 2-ჯერ იბრძოლა და ორივე ბრძოლის მოსაგებად ჯამში 2 წუთი და 3 წამი დასჭირდა. წინა შეხვედრაზე ამირან გოგოლაძემ GFC-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი დააფიქსირა - მან თურქი მურატ ქემერი 15 წამში დაამარცხა! 2021 წლის ბოლოს ირანელ ალირეზა შარიათს ტექნიკური ნოკაუტით სძლია. ამირანის მიზანი კარიერაში მე-14 ბრძოლის მოგება და GFC-ის ქამრის სახლში წაღებაა. "ქართველი სნაიპერი" ქომაგებს კიდევ ერთი ნოკაუტს ჰპირდება.

გოგოლაძის მეტოქემ, ბრაზილიელმა მარკოს სილვამ ბოლოს 2 აპრილს იჩხუბა და ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო. მას კარიერაში 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული. 

ორთაბრძოლებს თბილისში, საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს. შოუ 11 ივნისს, 21:00 საათზე დაიწყება.

წყარო: europop.ge
| Print |