რეგიონი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქი კრივი რიჰი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი რიჰი კვლავ დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავებულია 60 წლის ქალი.

"ხანგრძლივი საჰაერო თავდასხმის მაფრთხილებელი სიგნალის ღამე. კრივი რიჰის რაიონი კვლავ ცეცხლის ქვეშაა. შიროკესა და ზელენოდოლსკის დასახლებები საარტილერო ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ, ზელენოდოლსკში 60 წლის ქალი დაშავდა", - განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ.
| Print |