ახალციხელებისათვის მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა
22:02 / 13.02.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის მაგიდის ჩოგბურთში
ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა 10-მა ახალგაზრდამ მიიღო.
დაძაბული თამაშის შემდეგ 3 გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი
ადგილი სოფელ მუსხის მკვიდრმა ზურაბ ოქრომელიძემ, მეორე- ქალაქ ვალის
მაცხოვრებელმა ვიქტორ მანველიშვილმა, მესამე ადგილი კი სოფელ წყორის
წარმომადგენელმა, ბადრი ასპანიძემ მოიპოვა. ტურნირი ახალციხის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით გაიმართა.
გამარჯვებულებს ორგანიზატორებისაგან მედლები, საჩუქრები
და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.