სპორტი
ქართველმა მორაგბეებმა იტალიელები დაამარცხეს
ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა. თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 19:13 მოიგო.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. 69-ე წუთზე კი გელა აფრასიძემ ჯარიმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები 9 ქულით დააწინაურა.საბოლოო ჯამში 9 ქულით გავიმარჯვეთ.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია.
| Print |