სპორტი
ახალციხელი ძალოსანი საქართველოს ჩემპიონი გახდა
ახალციხელი მირანდა ჩუტკერაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ქვეყნის პირველობა ძალოსნობაში 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მოიპოვა. საქართველოს ძალოსანობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მირანდამ ატაცში - 53, ხოლო აკვრაში 75 კილოგრამიანი შედეგი აჩვენა.

15 და 17 წლამდე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დარბაზში დღეს, 12 ივლისს გაიმართა. საუკეთესოები სინკლერის სპეციალური სიით გამოვლინდნენ.

მირანდა ჩუტკერაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნიდან არის. სპორტის ამ სახეობით იგი 12 წლის ასაკში დაინტერესდა.
| Print |