სპორტი
დასანანია, რადგან ამირანი მაღალი კლასის მებრძოლია - დვალიშვილი გოგოლაძის ტრავმაზე
MMA-ის ქართველი მებრძოლი, რომელიც გასულ კვირას UFC სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-3 ნომერი გახდა, ახალციხელი სპორტსმენის ამირან გოგოლაძის ორთაბრძოლას და მიღებულ ტრავმას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი რამ შეიძლება ნებისმიერ სპორტსმენს დაემართოს. დვალიშვილი ამბობს, რომ გული სწყდება ორთაბრძოლის ამგვარად დასრულებაზე, რადგან ამირანი ძლიერი და მაღალი კლასის მებრძოლია.

"ეს ბიჭი არის სასწაული, ეს ბიჭი არის ქართული MMA-ს მომავალი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 24 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს. პირველი პროფესიონალური ბრძოლა რომ ჩავატარე, 24 წლის მაშინ ვიყავი და ამირან გოგოლაძზე UFC-ის დონის კი არა UFC-ის ათეულის დონის მებრძოლია უკვე 24 წლის ასაკში", - ამბობს დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამირან გოგოლაძემ დღეს, გამთენიისას ლას-ვეგასში ამერიკელ დარიუს ფლაუერსთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო. მას პირველივე რაუნდში მკლავი ამოუვარდა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ლას-ვეგასში Dana White's Contender Series-ის ფარგლებში გამართული ბრძოლა UFC-ის ოთხბრძოლიანი კონტრაქტისთვის გაიმართა. ამირან გოგოლაძე სამცხე-ჯავახეთის შერეული ორთაბრძოლების მიხეილ მესხის კლუბ "13 LEGION"-ის სახელით იბრძოდა.
| Print |