სპორტი
ბორჯომელმა მოჭიდავემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანებში წარმატებით იასპარეზა
ბორჯომელმა მოჭიდავემ ნოდარ ანდღულაძემ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ვეტერანმა სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა და სამშობლოში ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

"ეს ჩემი მსოფლიოს მედალი მინდა მივუძღვნა ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს - მამაჩემს, მორის ანდღულაძეს, რომელსაც დაბადების დღე აქვს დღეს. რომ არა შენ, მე არ ვიქნებოდი, და ვერ ავისრულებდი ოცნებას. და მამი, მაპატიე, შემდეგში ოქრო იქნება", - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნოდარ ანდღულაძე. 

მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში მიმდინარეობს. ბორჯომელმა მოჭიდავემ +100 წონით კატეგორიაში იასპარეზა. სამცხე-ჯავახეთიდან ნოდარ ანდღულაძე ერთადერთი ვეტერანი სპორტსმენი იყო. მის გარდა ჩემპიონატში სხვა ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობენ.

ნოდარ ანდღულაძეს კარიერის მანძილზე უკვე 9 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. დღეისათვის იგი ძიუდოში ახალ თაობას ავარჯიშებს. ვეტერანი მოჭიდავე ადიგენის სპორტსკოლის ძიუდოისტების მწვრთნელია.
| Print |