სპორტი
ადიგენის სპორტსკოლის ძიუდოისტებმა საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
ადიგენის სპორტსკოლის ძიუდოისტებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. თბილისში გამართული საერთაშორისო ჩემპიონატიდან გუნდი ერთი - ოქროს, ორი - ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

ორ წონით კატეგორიაში შეძლო მედლის მოპოვება მარიამ თუმანიშვილმა: 44 კგ. წონით კატეგორიაში სპორტსმენმა ოქროს მედალი მიიღო, ხოლო 48 კგ. წონით კატეგორიაში - ვერცხლის. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა სიფიო გიუნაშვილმა 40 კგ. წონით კატეგორიაში, ხოლო ვაკო ადეიშვილმა 46 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 24 სექტემბერს დაიწყო და ხვალ, 25 სექტემბერს დასრულდება.

ადიგენის სპორტსკოლის ძიუდოისტებმა საუკეთესო შედეგი უკვე არაერთ ჩემპიონატში აჩვენეს. ისინი სოფელ უდის სპორტულ დარბაზში ვარჯიშობენ, რომელიც ადგილობრივი გელა ობოლაშვილის დახმარებით მოეწყო და აღიჭურვა. ახალგაზრდების მწვრთნელები ვეტერანი ძიუდოისტი და მსოფლიო პრიზიორი ნოდარ ანდღულაძე და თამარ ჩანტლაძე არიან.
| Print |